განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » კალიგრაფიის და დეკლამატორთა კონკურსი
RDRC.GE
კალიგრაფიის და დეკლამატორთა კონკურსი
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში, სამტრედიის და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, კალიგრაფიის კონკურსი „ქართული ხელნაწერი“ და დეკლამატორთა კონკურსი „შენ სისხლო ჩემო“ გაიმართა.

   კალიგრაფიის კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი სამტრედიის მე-11 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე თაკო ჯანჯალია გახდა.

   დეკლამატორთა კონკურსში მონაწილეობა მიიღეს: ღანირის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ანნა ციცხვაიამ და სამტრედიის წმინდა ნაზარი ლეჟავას სახელობის მართმადიდებლური სკოლის X კლასის მოსწავლე თეკლა ბერიძემ.

   კონკურსები რეგიონული მასშტაბის იყო და მასში საჩხერის, სამტრედიის, ჭიათურის, ზესტაფონის, თერჯოლის, ვანის, ტყიბულისა და ხონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

   გამარჯვებულები საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ოთარ ომიაძემ დააჯილდოვა.

   კონკურსების ყველა მონაწილეს დიპლომები, ჯილდოები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 127