განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მოხალისეობა - ჰუმანური აქტივობაა
RDRC.GE
მოხალისეობა - ჰუმანური აქტივობაა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   მოაქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სასკოლო საზოგადოება, სხვადასხვა აქტივობების სახით ცდილობს მოსწავლეებში განავითაროს უნარი - უანგაროდ აიღონ პასუხისმგებლობა და წამოიწყონ ისეთი ჰუმანური აქტივობა, როგორიცაა მოხალისეობა.

   დღეს მოხალისეობაზე სასაუბროდ სამტრედიის N12 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები შეიკრიბნენ. სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, სოფიო კირთაძისა და ინგლისური ენის მასწავლებლოს, ნანა გოგიას ხელმძღვანელობით, მათ, ინტეგრირებული გაკვეთილის ფორმატში იმსჯელეს მოხალისეობაზე. წარმოადგინეს პრეზენტაციები და ცნობილ მოხალისეებზე შემეცნებითი და ინფორმაციული ქეისები.

   მოსწავლეებმა შეძლეს საზოგადოებისთვის და თანატოლებისთვის კიდევ ერთხელ გაეზიარებინათ ამ საქმიანობის დადებითი მხარეები.

   სკოლის დირექტორმა ნინო ონიანმა ხაზი გაუსვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოხალისეობრივი კულტურის დამკვიდრება ახალგაზრდებში მათი პიროვნული და კარიერული სრულყოფისთვის.

   შეგახსენებთ, პირველად მოხალისეები მე-17 საუკუნეში გამოჩდნენ და ისინი სამხედრო პირები იყვნენ. სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი მსოფლიოში მოხალისეობრივ საქმიანობას.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 72