განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ანიმაციური ფესტივალი
RDRC.GE
ანიმაციური ფესტივალი
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიაში პირველად, მუნიციპალიტეტის მერიის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ნაბაკევის ახალ პარკში, სამტრედიის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, საჯარო და კერძო სკოლების ჩართულობით „ანიმაციური ფესტივალი“ ჩატარდა .

   ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, წელს მუნიციპალიტეტის მერიამ სამტრედიელ ბავშვებს სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები ორი დღის მანძილზე შესთავაზა, პირველი დღის აქტოვობებმა ბავშვებისთვის საინტერესო და მათი განვითარებისთვის საჭირო ყველა სფერო მოიცვა. რაც შეეხება ,,ანიმაციურ ფესტივალს " მასში სამტრედიის მუნიციპალიტეტის 27 სკოლა ჩაერთო მათ შორის ქალაქის და სოფლების საჯარო და კერძო სკოლები.

   მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ქართული და უცხოური მულტფილმები წარმოადგინეს , ფესტივალს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან ნუგზარ ჯამბურიასთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან თინათინ ხარძიანთან და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო .

   დავით ბახტაძე სპეციალურად მოწყობილ თითოეულ კუთხესთან მივიდა, 27-ვე საჯარო სკოლის წარმოდგენას დაესწრო და ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს, მათ პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციებს მადლობა პირადად გადაუხადა.

   დღესვე სპეციალური პრიზი, ვარსკვლავები გადასცეს ,,რანინა" -ს შარშანდელი კონკურსის ფინალისტს სოსო ჩაჩუას და წლევანდელი კონკურსის ფინალისტს სანდრო გურგენაძეს.

   დღეს გამართულ ღონისძიებაში ბიზნეს სექტორი ჩაერთო, სხვადასხვა ინდივიდუალურმა მეწარმეებმა ნაბაკევის პარკის ტერიტორიაზე თავიანთი პროდუქცია წარმოადგინეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 60