განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » პატარებისთვის უამრავი გასართობი აქტივობა გაიმართა
RDRC.GE
პატარებისთვის უამრავი გასართობი აქტივობა გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მერიის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პატარებისთვის ხალისიანი განწყობის შესაქმნელად, უამრავი გასართობი აქტივობა გაიმართა. მოეწყო შესაბამისი სივრცეები.

   რკინიგზის მიმდებარე სკვერში ანიმატორებმა ბავშვებისთვის თამაშები და კარაოკე გამართეს, მოეწყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული სამეჯლისო და სპორტული ცეკვების სტუდია „ფანტაზიამ” შოუ პროგრამაში ბავშვებთან ერთად მშიბლებიც ჩართო. დღესვე შესაძლებელი იყო სახის მოხატვა, ასფალტზე ხატვა და გასაბერი ბატუტის უფასო მომსახურება.

   დღესვე, ორ სეანსად, ეროსი მანჯგალაძის სახ. კულტურის ცენტრში ბავშვებისათვის გაიმართა წარმოდგენა „სამი გოჭი“.

   სამხატვრო სკოლა-გალერიის დარბაზში მოეწყო ბარბარე ფირცხალაიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.

   დღესვე ჯგუფი ,,სამტრედიელები" ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ გაღებული საჩუქრებით ესტუმრა ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის კლინიკა ,,მიელინი"-ს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო შარაშენიძემ ჯგუფის ადმინისტრაციას და ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსიბჩართულობა მნიშვნელოვანია.

   საბავშვო ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, ადგილობრივი თვითმმართბელობის წარმოამდგენლებთან ერთად დაესწრო.

   დავით ბახტაძე -,, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მინდა მივულოცო ჩვენს მომავალ თაობას. ხედავთ, როგორი ამაღლებული განწყობაა ირგვლივ, რასაც ხელი შეუწყო მერიის კულტურის სამსახურის მიერ კარგად ორგანოზებულმა აქტივობებმა. მადლობა ყველა მონაწილეს. განსაკუთრებით ვულოცავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება მათ დასახნარებლად და მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს მათზე გათვლილ ყველა პროგრამას. ძალიან კარგი საქველმოქმედო აქვია მოაწყვეს ჯგუფმა ,,სამტრედიელებმა''. წელს ჩვენ მხოლოდ დღევანდელი დღით არ შემოვიფარგლებით. ხვალ, 2 ივნისს, ნაბაკევში მდებარე ახლადრეაბილიტირებულ პარკში, მუნიციპალიტეტის 27 საჯარო სკოლა საოცარ პერფორმანსს შემოგვთავაზებს.”

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 31