განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით
RDRC.GE
ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   …ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით- ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც სამტრედიელებისთვის ცნობილმა და საყვარელმა კომპოზიტორმა, ნონა ჭახნაკიამ დღეს 30 წლის ,,ორუდილას” საიუბილეო კონცერტის დასკვნით ეტაპზე შეასრულა თავის აღსაზრდელებთან ერთად.

   ,,ვისთვის არაფერი, მაგრამ ჩვენთვის 30 წელი ბევრია. ,,ორუდილა” 30 წლისაა, ეს ანსამბლი სამტრედიის ნაწილია და გულწრფელი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, რომ ასე შეიყვარეთ იგი,” თავის ემოციას სცენიდან გვიზიარებდა დღეს მაესტრო.

   მანამდე კი ,,ორუდილას” სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებმა ქართული და უცხოური ჰიტების ცეცხლი დაანთეს სცენაზე.

   ,,ორუდილამ”დღეს საიუბილეო პროექტის პირველი კონცერტი გულშემატკივრების მხურვალე აპლოდისმემტების ფონზე გამართა. როგორც ნონა ჭახნაკიამ დააანონსა, მაყურებელს წინ ცეროდენების მხიარული წარმოდგენა ელოდება, წლის მიწურულს კი სიურპრიზებით სავსე, გრანდიოზული საღამო იგეგმება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 33