განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ახალგაზრდების ინიციატივების მხარდასაჭერად!
RDRC.GE
ახალგაზრდების ინიციატივების მხარდასაჭერად!
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   მორიგი შესაძლებლობა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ინიციატივების მხარდასაჭერად!

   საგრანტო კონკურსის მიზანია ახალგაზრდული ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და ახალგაზრდების გაძლიერება, ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის, ხარისხიანი სერვისების შექმნისა და მათი ხელმისაწვდომობის ზრდის უზრუნველსაყოფად.

   საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს რეგიონში მცხოვრებ:

   ახალგაზრდულ ორგანიზაციას;

   ფიზიკურ პირს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს რეგიონში მცხოვრებ არანაკლებ ხუთ ახალგაზრდას.

   კონკურსის საერთო ბიუჯეტია 600 000 ლარი. ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური დაფინანსება შეადგენს 15 000 ლარს.

   საკონკურსო განაცხადები მიიღება ყოველი თვის 13 რიცხვიდან 25-ის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე - grants-1@youthagency.gov.ge. საგრანტო კონკურსი სრულდება 2024 წლის 10 ნოემბერს.

   საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

 

საგრანტო კონკურსი

 

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 133