განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » კლასიკური მუსიკის საღამო
RDRC.GE
კლასიკური მუსიკის საღამო
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დომენტი შანიძის სახელობის N 1 სახელოვნებო სკოლამ კლასიკური მუსიკის საღამო ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში გამართა.

   დიდი ტრადიციების მქონე კულტურული კერა ჩვენი ქალაქის ისტორიის ნაწილია და იგი დღემდე ნიჭიერი ახალგაზრდების სამჭედლოა. სხვადასხვა განყოფილებებზე სამტრედიელი მოსწავლეები, პროფესიონალი პედაგოგების დახმარებით, დიდ ხელოვნებას ეზიარებიან.

   კლასიკური მუსიკის თაყვანისმცემლებმა დღეს არაერთი ცნობილი კომპოზიტორის ნაწარმოები მოისმინეს, რომლებიც სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა ქუთაისის თ. კობახიძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შეასრულეს.

   მაყურებლის წინაშე წარსდგნენ სამტრედიის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ქართული ფოლკლორისა და საგალობლების უნიკალური ნიმუშები წარმოადგინეს.

   კლასიკური მუსიკის საღამოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე.

   კონცერტის დასასრულს, სახელოვნებო სკოლის პედაგოგმა, დომენტი შანიძის შვილიშვილმა ლიკა მელქაძემ მადლობა გადაუხადა ყველას გაწეული შრომისთვის და ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 20