განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » № 12 საჯარო სკოლაში ,, დედაენით ვიზრდებით და ვფრთიანდებით“
RDRC.GE
№ 12 საჯარო სკოლაში ,, დედაენით ვიზრდებით და ვფრთიანდებით“
კატეგორია:  სიახლე

ერთი არაჩვეულებრივი დღე აჩუქა საზოგადოებას № 12 საჯარო სკოლის, პირველი კლასის პედაგოგმა ნინო გუნიამ და უნიჭიერესმა მოსწავლეებმა. ორიგინალური სცენარის ავტორი , თავად მასწავლებელი გახლდათ. პირველკლასელებმა დიდი ზეიმითა და პატივისცემით გააცილეს ანბანი. ქართული სიტყვის მრავალფეროვნება და მაღალმხატვრულობა დაამტკიცეს პატარებმა. მჭერმეტყველი ბავშვები აამღერა სკოლის მუსიკის მასწავლემელმა ლელა გოლიაძემ, რომლის მუსიკალური ნომრები მუდამ გამორჩეულია პროფესიონალური თვალსაზრისით. ღონისძიების ლაიტმოტივი ,, დედაენით ვიზრდებით და ვფრთიანდებით“ , მართლაც რომ შთამბეჭდავი და ემოციური იყო საზოგადოებისთვის. საღამოს ერთ–ერთი მთავარი გმირი თავად ნინო მასწავლებელი იყო, რომელიც ერთგვარი ენერგია და იმედია პატარებისთვის. ,, ნინო გუნია გამორჩეულია, თავისი დიდი ენერგიითა და აქტიურობით. მადლობა მას, რომ ასეთი პატრიოტული სულისკვეთებით ზრდის მომავალ თაობას. დარწმუნებული ვარ ჩვენი პირველკლასელები ოთხი წლის შემდეგ გაამართლებენ დღევანდელ დღეს და კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ მათი წარმატებებით“. განაცხადა # 12 საჯარო სკოლის დირექტორმა ხათუნა თელიამ. ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა #9 ბაგა – ბაღის პედაგოგი ხათუნა გაგუა , იგი ამაყი იყო იამაყა რომლებმაც უკვე ანბანი გაცილეს. ღონისძიება გაალამაზეს პატარა ნიკოლოზ ლორთქიფანიძემ და საბა შენგელიამ, რომლებიც მომავალ სასწავლო წელს # 12 საჯარო სკოლის პირველი კლასის მერხებს შემოუსხდებიან.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1363