განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » გამგებელი ბაშის თემს ესტუმრა.
RDRC.GE
გამგებელი ბაშის თემს ესტუმრა.
კატეგორია:  სიახლე

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბაშის თემს ესტუმრა.ვალერი ფოცხვერიამ მოადგილესთან მამუკა თავაძესთან , ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ზურა გოგიასთან და ბაშის თემში გამგებლის წარმომადგენელთან რამაზ კაშიასთან ერთად , ბაშში ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. 
   ბაშის საბავშვო ბაღში მოწესრიგდა სამზარეულო , დამონტაჟდა გამწოვი და ცხელი წყლის სისტემა. მოეწყო მწერებისგან დამცავი ბადეები. აღნიშნული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა ხელისუფლებამ , სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ადმინისტრაციისაგან მიიღო. საბავშვო ბაღის მმართველმა მაკა ათაბაგმა გამგებელს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. 
   ვარციხეჰესზე ჩატარებულმა სამუშაოებმა ეფექტური შედეგი გამოიღო. ვარციხეჰესის კასკადის N4 ჰესის სადრენაჟე არხზე პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა. რის შედეგადაც ადგილობრივების პრობლემა მეტწილად მოგვარდა. გასულ კვირას მოსული უხვი ნალექი არხმა სრულყოფილად გაატარა და მოსახლეობა აღარ დაიტბორა. აღნიშნული პრობლემა ბაშის მოსახლეობას რამდენიმე ათეული წელია აწუხებდა. 
   გამგებელს ვარციხეჰესზე ჩატარებული სამუშაოები ჰესის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ გააცნო. ზაზა უფლისაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მომდევნო ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოების შესახებაც ესაუბრა. 12 ივნისიდან შუა ბაშის ხიდიდან , ქვედა ბაშის ხიდამდე არსებული არხის გაფართოებითი სამუშაოები დაიწყება. 
   დღესვე ხელისუფლების წარმომადგენლები , საგანმანათლებლო რესურს –ცენტრის მთავარ სპეციალისტთან ალიკო თევზაძესთან ერთად ბაშის საჯარო საკოლას ესტუმრნენ და სკოლის პედაგოგებს შეხვდნენ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1440