განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ზუგდიდში გამართულ ფორუმზე აზიურ ფაროსთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიას გაეცნენ
RDRC.GE
ზუგდიდში გამართულ ფორუმზე აზიურ ფაროსთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიას გაეცნენ
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია და თვითმმართველობის წევრები ზუგდიდში გამართულ ფორუმს დაესწრნენ. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნენ.

   „აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო კამპანია აქტიურ ფაზაში გადავიდა. უკვე ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი დასავლეთ საქართველოში. დღეს მოწვეული გვყავს რეგიონების ხელმძღვანელები იმისთვის, რომ კოორდინირებულად ჩავატაროთ საველე კონტროლის სამუშაოები. მობილიზებულია სრულიად სპეცტექნიკა და მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფიტოსანიტარიული შესაძლებლობები 2017 წელთან შედარებით რისთვისაც, სახელმწიფომ მნიშვნელოვანი დაფინანსება გამოყო.

   100-ზე მეტი ეკიპაჟი იმუშავებს იმისთვის, რომ ჩვენი ღონისძიებები იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი. ყველა ინფორმაცია თავს იყრის შტაბში და გადამუშავების შემდეგ იგეგმება საველე სამუშაოები. დასავლეთ საქართველოში იმუშავებს ხუთი საველე შტაბი, რომელთაც კოორდინაციას გაუწევს აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული საკოორდინაციო შტაბი. ამავე დროს, უკვე დავიწყეთ საველე მონიტორინგის სისტემის განთავსება, რომელიც მთელს ტერიტორიას მოიცავს და 100 ათასი წერტილიდან მოხდება მონაცემების მიღება, რათა მავნებლის გავრცელების და პოპულაციის შესახებ გვქონდეს ოპერატიული ინფორმაცია“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. დასავლეთ საქართველოში, უკვე მობილიზებულია ღონისძიებებისთვის საჭირო სხვა საშუალებები და პრეპარატები, რომლებიც რეგიონების მიხედვით განაწილდება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1099