განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საინფორმაციო შეხვედრა აუტიზმის სპექტრის აშლილობასთან დაკავშირებით
RDRC.GE
საინფორმაციო შეხვედრა აუტიზმის სპექტრის აშლილობასთან დაკავშირებით
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიაში, მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების, მათი მშობლებისა და სპეც.პედაგოგებისთვის.

   შეხვედრის მიზანია პირდაპირი კომუნიკაცია ქონდეთ იმ ადამიანებთან, ვისაც შეხება აქვთ აუტიზმის სპექტრთან. იქნებიან ესენი მშობლები, სპეცპედაგოგები და სხვა დაინტერესებული პირები.

   რეგიონებში შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენს გაირკვეს რა პრობლემების წინაშე დგანან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები და მათი მშობლები, რათა მოხდეს მათი დახმარება.

   რას ნიშნავს აუტიზმის სპექტრის აშლილობა? რა იწვევს აუტიზმის სპექტრის აშლილობას? როგორია მისი გავრცელების სიხშრე და რა უნდა გავითვალისწინოთ მათთან ურთიერთობისას?– ეს ის თემებია, რომლებზე სასაუბროდაც ფონდმა შეხვედრა მოაწყო. შეხვედრების შედეგად აღმოჩნდა, რომ ყვველაზე მეტად სპეცპედაგოგები ჭირს საბავშვო ბაღებში. ზუგდიდში გამართულ ერთ–ერთ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ფონდი, სექტემბრიდან, უსასყიდლოდ დაიწყებს ზუგდიდელი პედაგოგების გადამზადებას.

   ფონდი ერთი თვის წინ დაარსდა და მისი მიზანია აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრი ,,პეგასი" აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის. ცენტრი აშენდება თბილისში, მაგრამ იმუშავებს არა მხოლოდ თბილისში მცხოვრები ბავშვებისთვის. შეხვედრას უძღვებოდნენ ფონდის დამფუძნებელი თამარ იარაჯული, პიარის ხელმძღვანელი ეკატერინე მიქელაძე და კომუნიკაციის მენეჯერი ქრისტინა ზამბახიძე. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 961