განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
RDRC.GE
პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს, სამტრედიაში, ორგანიზაციამ LDA Georgia - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, ადგილობრივი არასამთვრობო სექტორისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

   ორგანიზაცია პროექტს ,,იმერეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა" 2017 წლის დეკემბრიდან ახორციელებს. პროექტი 2017 წლის დეკემბრიდან დაიწყო და მაისის ბოლოს დასრულდება.

   პროექტის მიზანია იმერეთის მხარის 12–ვე მუნიციპალიტეტში საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის - „რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“ შესახებ.

   დღევანდელ საინფორმაციო შეხვედრაზე, სამუშო ჯგუფის მიერ, ის პრიორიტეტები და საჭიროებები გამოიკვეთა, რომელიც რეგიონული განვითარების სამინისტროს უნდა წარედგინოს. შეხვედრას ესწრებოდნენ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.

   საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდა პროექტის კოორდინატორი მაკა ცერცვაძე.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 837