განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სოფელ ღანირში საბავშვო ბაგა–ბაღი გაიხსნა
RDRC.GE
სოფელ ღანირში საბავშვო ბაგა–ბაღი გაიხსნა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ღანირში სბავშვო ბაგა–ბაღი გაიხსნა. ცერემონიას მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი დაესწრნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ოფიციალური პირები. ამ დრომდე სოფელ ღანირში არსებული სკოლამდელი დაწესებულება სოფლის სკოლის ერთ ოთახში იყო განთავსებული.

   ახლადგახსნილი საბავშვო ბაგა–ბაღი თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. შენობა, რომლის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150.143 ლარი დაიხარჯა, ისტორიულია, სადაც წლების წინ წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ფუნქციონირებდა. ადგილობრივი სახსრებით განახლდა ინვენტარი. დღეს ბაღი 28 აღსაზრდელს ემსახურება, თუმცა შენობა 60 ბავშვზეა გათვლილი.

   საზეიმო გახსნა აღსაზრდელებმა კონცერტით გაალამაზეს. .. ჩემთვის პრიორიტეტულია სამტრედიაში მოწესრიგდეს საბავშვო ბაგა–ბაღები. ეტაპობრივად შევეცდები მოხდეს ყველა შენობის რეაბილიტაცია“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა. გრიგოლ დალაქიშვილმა მადლობა გადაუხადა ვალერეანე ფოცხვერიას და მომავალში სამტრედიას წარმატებები უსურვა. ღანირის საბავშვო ბაგა–ბაღის მმართველმა, ლელა ქავზინაძემ, მადლიერების ნიშნად, მუნიციპალიტეტის მერს სიმბოლურად ხატი გადასცა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1024