განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მერია გარევაჭრობის მოწესრიგებას ცდილობს
RDRC.GE
მერია გარევაჭრობის მოწესრიგებას ცდილობს
კატეგორია:  სიახლე

   დღეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, მერის მოადგილემ, დავით ბახტაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, პოლიციასთან ერთად, ჭანტურიას ქუჩაზე გარე მოვაჭრეები და არსებული სიტუაცია მოინახულეს. ჭანტურიას ქუჩა გამოირჩევა გადატვირთული სამანქანო მოძრაობით, აქ არ არსებობს ტროტუარი, სადაც ადამიანები შეძლებენ უსაფრთხოდ გადაადგილებას და სასურველი პროდუქტის შეძენას. ამჯერად, მერმა მოვაჭრეებს პირობა წაუყენა, რომლის მიხედვითაც 10 დღის ვადაში, დახლები უნდა გაუთანაბრდეს ღობეს და არ გადმოვიდეს ტროტუარზე,

   წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია დაჯარიმება და დამატებითი სანქციების გატარება. „ჩვენ არ ვართ მოძალადეები, მაგრამ გვინდა კანონის ფარგლებში ჩავსვათ არსებული პრობლემა. მოსახლეობის სამართლიანი მოთხოვნა და ჩვენი სურვილიც არის გარევაჭრობის მოწესრიგება. ამ ტერიტორიაზე აღარ არსებობს სავალი ნაწილი. ვთხოვ გარე მოვაჭრეებს მოაწესრიგონ ტერიტორია კანონით გათვალისწინებული მოთხოვებით. სამტრედია უნდა იყოს სანიმუშო ქალაქი“ – განაცხადა ვალერიანე ფოცხვერიამ. მერსა და მის თანმხლებ პირებს განსაკუთრებით რთული სიტუაცია დახვდათ ყველის დახლებთან. დიდი პროტესტი მოყვა მოვაჭრეების მხრიდან ახალი ალტერნატივების შეთავაზებას, რომელიც ითვალისწინებს დაბალ ფასად, გადახურულ ბაზარში შესვლას ან წლის ბოლომდე, სრულიად უფასოდ, თბილისის ქუჩაზე გადასვლას. ვალერიანე ფოცხვერიამ მოსახლეობასთან საუბარში აღნიშნა, რომ ერთი პრობლემა არის მოვაჭრეების არაჰიგიენურ გარემოში ყოფნა, მაგრამ მეორე პრობლემა არის ის, რომ მოსახლეობა სწორედ ასეთ პირობებში ყიდულობს პროდუქტს.

   მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს იმ კუთხით, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს მდომარეობა ჭანტურიას ქუჩზე, როგორც ჰიგიენურად, ასევე მორალურად, რადგან მოხდეს ხელისუფლებისა და საზოგადოების მოთხოვნების თანხვედრა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 859