განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ტრადიციული ორშაბათის თათბირი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში
RDRC.GE
ტრადიციული ორშაბათის თათბირი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში ტრადიციული ორშაბათის თათბირი ჩატარდა. თათბირს ესწრებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, მერის მოადგილე დავით ბახტაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სოფლების წარმომადგენლები.

   თათბირზე განხილვის ერთ–ერთი მთავარი თემა ჯარში გაწვევის საკითხი იყო. 22 აგვისტოდან იწყება პირველი საშემოდგომო გაწვევა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამხედრო სამსახურის უფროსმა ზაზა კაჭახიძემ დეტალურად გააცნო ინფორმაცია დამსწრე პირებს. ფაროსანას შეწამვლის საკითხი ასევე გაარჩიეს თათბირზე. განიხილეს შეწამვლის ინტენსივობა, შედეგები და მდგომარეობა ქალაქისა და სოფლების ტერიტორიებზე.

   „ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ“–განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სოფლების წარმომადგენლებმა ტრადიციულ თათბირზე ასევე განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, წყლის პრობლემები სოფლებში და სასაფლაოებზე არსებული მდგომარეობა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 917