განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » გომის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრა
RDRC.GE
გომის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ ჯამბურიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

   სოფლის მცხოვრებლებსა და მერს შორის დიალოგი იმ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე იყო აგებული, რომლებიც გომის მოსახლეობის და ზოგადად, გაღმა ზონის მცხოვრებთათვის აქტუალურია.

   გზისა და წყლის სისტემის მოწესრიგებასთან ერთად კვლავ პრობლემას წარმოადგენს აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალი. უახლოეს დღეებში გომში სპეციალური ტექნიკით შეიწამლება კრიტიკული ზონები. შეგახსენებთ, გომის ტერიტორიაზე მხოლოდ 1700 ჰა. მიწის ნაკვეთი სახნავ–სათესი დანიშნულებით გამოიყენება.

   მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობას ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში თანადგომას დაპირდა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მოსახლეობის ჩართულობას. ,,ჩვენი მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ თქვენი საჭიროებები და ეფექტურად დავგეგმოთ მომავალი წლის ბიუჯეტი, რათა მეტი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განვახორციელოთ," აღნიშნა ვალერი ფოცხვერიამ.

   შეხვედრაზე, რომელსაც გომის ადმინიტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ზაზა ნიკოლეიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი დავით ამაღლობელი ესწრებოდნენ, აღნიშნულ მიმართულებაზე ნაგვის ბუნკერების დამატებაც დაანონსდა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 822