განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღე იანეთის მესხთა უბანში გრანდიოზულად აღინიშნა.
RDRC.GE
მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღე იანეთის მესხთა უბანში გრანდიოზულად აღინიშნა.
კატეგორია:  სიახლე

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის ინიციატივით, დღეს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღე, იანეთის მესხთა უბანში გრანდიოზულად აღინიშნა.

   სკოლა უკვე ათეული წელია რეპატრიანტ მესხთა უბანში საშურ საქმეს აკეთებს და დღესაც მოწოდების სიმაღლეზეა. ღონისძიება, რომელმაც კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მესხეთი და მესხი მოსახლეობა საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ემოციების გარეშე არ დასრულებულა. აქ კიდევ ერთხელ ვიგრძენით ქართული სულისა და თვითმყოფადობის სიდიადე.

   ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე და იანეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლობა ესწრებოდა. ვალერი ფოცხვერიამ მადლობა გადაუხადა სკოლას, მოსწავლეებს და ადგილობრივ მოსახლეობას იმ სულისკვეთებისთვის, რომელიც მათ ქართულ ხასიათს ასე მკაფიოს ხდის.

   დღევანდელ ინიციატივას შეუერთდა მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის შემოქმედებითი ჯგუფები და ფოლკლორული ანსამბლი ,,ჩანგი".

   დღეს მუნიციპალიტეტის მერი სკოლაში ხელცარიელი არ მისულა. მან სკოლის ყველა მოსწავლეს საჩუქრები გადასცა. ასევე ფულადი ჯილდო გადაეცა ამავე სკოლის ღვაწლმოსილ, ერთადერთ მესხ მასწავლებელს, მურსადინ მამედოვს და ორ კურსდამთავრებულს, რომლებიც სწავლას საზღვარგარეთ განაგრძობენ. სკოლას ასევე საჩუქრად გადაეცა სპორტული ინვენტარი.

   სკოლის დირექტორი მარინე დარსაველიძე გვიხსნის, რომ სკოლაში ამჯერად 33 მოსწავლე და 11 მასწავლებელი მაქსიმალური შედეგების მიღწევისთვის დაუღალავად შრომობს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 711