განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მალე სამტრედიას თანამედროვე სტანდატრების შესაბამისი იუსტიციის სახლი ექნებ
RDRC.GE
მალე სამტრედიას თანამედროვე სტანდატრების შესაბამისი იუსტიციის სახლი ექნებ
კატეგორია:  სიახლე

   მალე სამტრედიას თანამედროვე სტანდატრების შესაბამისი იუსტიციის სახლი ექნება – ინფორმაცია დღეს სამტრედიაში იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააჟღერა.

   მან დარგის სპეციალისტებთან ერთად დღეს სამტრედიის დასავლეთ კარიბჭესთან, სანავარდოს უბანში, თამარ თავაძის სახელობის კოლმეურნეობის ყოფილი შენობა დაათვალიერა. ,,ვფიქრობთ, არსებული ინფრასტრუქტურა და ტერიტორია სამტრედიისა და მიმდებარე ლოკაციებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის საკმაოდ ხელსაყრელია. მოხდება არსებული შენობის სრული რეაბილიტაცია, მისი ძველი იერსახის შენარჩუნებით. საკითხში აქტიურადაა ჩართული სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია დაჩვენ ერთად შევძლებთ, რომ 2019 წლის ბიუჯეტში ეს საკითხი ჩაისვას,“ აღნიშნა მინისტრმა.

   ადგილზე იმყოფებოდა ინჟინერ–კონსტრუქტორი, შპს ,,ახალსახლქალაქმშენპროექტის“ კონსტრუქციული განყოფილების უფროსი, შალვა დოლიძე. მისი განმარტებით, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები დაზიანებული არაა, ამიტომაც შენობა რეაბილიტაციას ექვემდებარება.

   მინისტრს ადგილზე დახვდნენ მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, მოადგილე დავით ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით სამტრედიელთვის აღნიშნული ტეროტორია ძალიან ხელსაყრელია და ადგილობრივი ხელისუფლება სრულ მზადყოფნაშია პროექტის განხორციელების საქმეში.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 706