განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დაბა კულაშისა და ხუნჯულაურის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება
RDRC.GE
დაბა კულაშისა და ხუნჯულაურის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან და სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარესთან ნუგზარ ჯამბურიასთან ერთად იმყოფებოდა დაბა კულაშისა და ხუნჯულაურის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება.

   მნიშვნელოვანია ამ ლოკაციაზე მდებარე საჯარო სკოლა, რომელთან მისვლაც სირთულეს წარმოადგენდა დაზიანებული გზის გამო.

   სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას საშუალება ექნება ისარგებლოს აღნიშნული ლოკაციების დამაკავშირებელი უმოკლესი გზით. ▪️სამუშაოებს ასრულებს შპს"ლატექსი". დაფინანსებულია რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან.     

   "მოსახლეობის ყველაზე დიდ მოთხოვნას წარმოაგდენს გზის საფარის მოწესრიგება. პარალელურად მიმდინარეობს სამუშაოები სხვადასხვა ტერიტორიებზე, ჩვენ შევეცდებით წლის ბოლომდე მაქსიმალურად ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულოთ."– აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 695