განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრა
RDRC.GE
დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს, სამტრედიაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების ცნობიერების ამაღლების კამპანიის გაძლიერება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული უწყებების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებისთვის.

   საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პოლიციის განყოფილების თანამშრომლები, სოც–მუშაკები, პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლები და სოფლის ამბულატორიების ექიმები.

   საინფორმაციო შეხვედრებს ახორციელებს ორგანიზაცია ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”. ტრენერმა ია კაშიამ და სოც–მუშაკმა ლანა მოწონელიძემ მოწვეულ სტუმრებთან ერთად ისეთ პრობლემებზე იმსჯელეს, როგორიცაა ბავშვის განათლებისა და განვითარების უფლებების დაცვა განათლების უფლების შეზღუდვის შემთხვევაში; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ადრეული განთესვისას მოზარდისა და საზოგადოების წინაშე არსებული რისკები და გამოწვევები.

   როგორც ჩვენთან საუბარში სოც–მუშაკმა ლანა მოწონელიძემ აღნიშნა, ,,აღნიშნული კამპანია 3–დან 18 დეკემბრის ჩათვლით, ქვეყნის ყველა რეგიონში გაიმართება. ჩვენი დევიზია–ყველა ბავშვი სკოლაში! შეხვედრებზე განსაკუთრებით იკვეთება ისეთი საკითხები, როგორიცაა ფსიქოლოგიური ცენტრების მუნიციპალურ დონეზე არარსებობა, სკოლებში დამრიგებლის ინსტიტუტის გაძლიერების საკითხი, ასევე სარეაბილიტაციო ცენტრების აუცილებლობა.“

   შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარმიმართა, სადაც სკოლის დირექტორებმა ზემოთ აღნიშნული საკითხები კონკრეტულ ჭრილში განიხილეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 698