განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საინფორმაციო შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში
RDRC.GE
საინფორმაციო შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში
კატეგორია:  სიახლე

   დღეს, სამტრედიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებისათვის, ქალთა მიმართ    ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

   შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს დემოკრატიის სახლის ხელმძღვანელი ირინა ქართველიშვილი, რომელიც ასევე სამტრედიაში გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრიცაა. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა გენდერის რაობა, გენდერული სტერეოტიპები, ქალთა მიმართ ძალადობა. წარმოდგენილი იყო შსს–ში არსებული ქალთა ძალადობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები.

   როგორც ჩვენთან საუბარში სამტრედიის გენდერული საბჭოს წევრი თამილა კეკელიძე აღნიშნავს, ,,ჩვენც შევუერთდით ქალთა ძალადობის წინააღმდეგ არსებულ კამპანიას და დღევანდელი შეხვედრაც ამ საკითხებზე მსჯელობას დაეთმობა. კომისიაში ამჟამად 13 წევრია და იგი საკრებულოს უფლებამოსილების ვადით მუშაობს. ვცდილობთ, ჩვენს სამუშაო გეგმაში მოხვდეს ქალთა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ არსებული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.“

   სემინარის მონაწილეებმა ნარინჯისფერი ემბლემებით ქალთა მიმართ არსებული ძალადობის წინააღმდეგ პროტესტი დღეს სამტრედიაშიც დააფიქსირეს. შეხვედრაზე დარიგდა საინფორმაციო ბიულეტენები.

   შეგახსენებთ, აღნიშნულ კამპანიას მსოფლიოს დაახლოებით 187 ქვეყანა და საქართველოში არსებული ბევრი ორგანიზაცია უერთდება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 683