განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საახალწლო ღონისძიებას შეუერთდა დღეს მუნიციპალიტეტის მერი მე–4 ბაგა–ბაღში
RDRC.GE
საახალწლო ღონისძიებას შეუერთდა დღეს მუნიციპალიტეტის მერი მე–4 ბაგა–ბაღში
კატეგორია:  სიახლე

   საახალწლო ღონისძიებას შეუერთდა დღეს მუნიციპალიტეტის მერი მე–4 ბაგა–ბაღში. ვალერი ფოცხვერიამ, თოვლის ბაბუსთან ერთად, პატარებს საახალწლო საჩუქრები დაურიგა და ბედნიერი ახალი წელი უსურვა მათ.

   5–6 წლიანთა საახალწლო აქტივობაში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლები და აღმზრდელი გულო ბოხუა, რომლებიც თავიანთ შვილებთან ერთად იდგნენ სცენაზე.

   ბაგა–ბაღის მმართველმა ნანა დუნდუამ გულითადი მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს სტუმრობისთვის და იმ ზრუნვისთვის, რასაც იგი სააღმზრდელო დაწესებულებების მიმართ იჩენს. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქალბატონი დღემდე დაუშრეტელი ენერგიით ემსახურება პატარების აღზრდას.

   დღეს მე–4 ბაგა–ბაღიდან უსაჩუქროდ არც სამტრედიის მერი დაუტოვებიათ. მარინა კაკაბაძის აღსაზრდელებმა თავიანთი ხელით დამზადებული საჩუქარი გადასცეს ვალერი ფოცხვერიას და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 756