განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » კომპანია ,,არქის“ წინასაახალწლო საქველმოქმედო აქცია
RDRC.GE
კომპანია ,,არქის“ წინასაახალწლო საქველმოქმედო აქცია
კატეგორია:  სიახლე

   კომპანია ,,არქის“ წინასაახალწლო, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ,,არქისა" და მისი დამფუძნებლის, ილია წულაიას ინიციატივით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1200 სოციალურად დაუცველ ოჯახს სასურსათო სანოვაგე და საახალწლო ნუგბარი გადაეცა.

   დღეს კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად რამდენიმე ოჯახს ვესტუმრეთ. 82 წლის, სოციალურად დაუცველი ვენერა პაპავასთვის ,,არქის“ საჩუქარი მოულოდნელი აღმოჩნდა. იგი მადლობას უხდის კომპანიას და ილია წულაიას ასეთი ღონისძიებისთვის და ბედნიერ ახალ წელს უსურვებს მათ.

   არანაკლები სიხარული იყო ,,არქელების“ გამოჩენა როლანდი გიგინეიშვილის ოჯახისთვის. სამადლობელ სიტყვებს არ იშურებდა 76 წლის ლალი გეგია. განსაკუთრებული სიხარულით შეეგებნენ თოვლის პაპას ნათია ნაროშვილი და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი. საახალწლო ნუგბართან ერთად, მათ თოვლის პაპამ სათამაშოებიც დაურიგა. ქალბატონი მეუღლესთან და შვილებთან ერთად წერეთლის ქუჩაზე ცხოვრობს და სოციალურად დაუცველი სტატუსის მატარებელია.

   როგორც ჩვენთან საუბარში ,,არქის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ელენე ბარათაშვილი აცხადებს, ,,კომპანიის მოგების 5 პროცენტი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით იხარჯება, ეს იქნება ქველმოქმედება თუ გამწვანება. მომავალშიც ,,არქი“ ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს პირდება მოსახლეობას და დამდეგ 2019 წელს ბედნიერებას და ოჯახურ სიმყუდროვეს უსურვებს მათ.“

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 722