განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბოლო საკრებულო
RDRC.GE
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბოლო საკრებულო
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბოლო საკრებულო გაიმართა.

   სხდომას ტრადიციულად სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა.

   სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2019 წლის განსახორციელებელი პროექტები დაამტკიცეს. მომავალ წელს მუნიციპალიტეტში მასშტაბურად ჩატარდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მაღალმთიან სოფლებში მოხდება წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.

   სამუშაოები ჩაუტარდება მუნიციპალიტეტის 16 საბავშვო ბაგა–ბაღს. იგეგმება ქალაქისა და სოფლის ტერიტორიებზე ასფალტის საფარის დაგება.

   2019 წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლებს ხელფასები 5% გაეზრდებათ. ასევე მათი საშვებულებო პერიოდი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2019 წელს თორმეტი მილიონ ხუთასიათას ლარს წარმოადგენს. წინა წელთან შედარებით ბიუჯეტი მილიონ ოთხმოცდაექვსი ათასი ლარით გაიზარდა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 756