განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების ახალგარემონტებული ფართი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა, დეპუტატმა გრიგოლ მიქელაძემ დაათვალიერა
RDRC.GE
დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების ახალგარემონტებული ფართი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა, დეპუტატმა გრიგოლ მიქელაძემ დაათვალიერა
კატეგორია:  სიახლე

     დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების ახალგარემონტებული ფართი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა, დეპუტატმა გრიგოლ მიქელაძემ დაათვალიერა. მისი ძალისხმევით, აღნიშნული განყოფილების კაპიტალური რემონტი 2018 წლის აგვისტოში დაიწყო და დეკემბერში დასრულდა .

   ,,ადგილობრივი სააგენტოს თანამშრომლებს გაუსაძლის პირობებში უწევდათ მუშაობა. აღნიშნული პრობლემით მე მივედი ჯანდაცვის მინისტრთან. საკითხში ჩაერთო დეპარტამენტის თავმჯდომარე მიხელი დუნდუა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ამ საქმეში. დაგვეხმარა აკაკი ზოიძე და თქვენ ხედავთ, რომ აქაურობა უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს,“ აღნიშნა მედიასთან საუბრისას გრიგოლ მიქელაძემ.

   250 მ.კვ. ფართზე სამუშაოები შპს ,,ლაგიმ“ განახორციელა.

   დღესვე გრიგოლ მიქელაძემ პორტანტული კომპიუტერით დააჯილდოვა სკოლა ,,ცოდნის“ მე–12 კლასელი გიორგი ქავთარია. მან წარმატებულ მოსწავლეს და სრულიად სამტრედიას ახალი წელი მიულოცა, წარმატებები უსურვა თითოეულ ოჯახს და სამომავლოდ, ჩვენ ქალაქში დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე გააკეთა აქცენტი.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 780