განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს, სამტრედიაში არსებულ დღის ცენტრ ,,ლამპარში" 2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
RDRC.GE
დღეს, სამტრედიაში არსებულ დღის ცენტრ ,,ლამპარში" 2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
კატეგორია:  სიახლე

     დღეს, სამტრედიაში არსებულ დღის ცენტრ ,,ლამპარში" 2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

   ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების დღის ცენტრების პროგრამების კოორდინატორმა, სოფიო კუპატაძემ პრეზენტაციაზე იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც 2018 წლის განმავლობაში ,,ლამპარში" განხორციელდა.

   დღის ცენტრში, რომელიც 16 ბენეფიციარს ემსახურება, მაქსიმალურად ზრუნავენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირებაზე და მათთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე.

   პრეზენტაციაზე საუბარი შეეხო მშობელთა გაძლიერების მიზნით დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებს და იმ სერვისებზე ხელმისაწვდომობას, რომელიც შშმ პირებისთვის არსებობს. ღონისძიებაზე დღის ცენტრის აღსაზრდელებმა საახალწლო ნომრები წარმოადგინეს და საჩუქრებიც დაიმსახურეს. პრეზენტაციაზე მიწვეული იყო მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია და საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, მაჟორიტარი ბიუროს, საკრებულოსა და,,წითელი კვრის" სამტრედიის ოირაგნიზაციის წარმომადგენლები.

   ,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამტრედიაში მსგავსი ტიპის დაწესებულების არსებობა. ეს ბავშვები ჩვენი სოციუმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და ჩვენის მხრივ ვეცდებით მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ მათ მიმართ," აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

   დღევანდელ ღონისძიებაზე სტუმრად იმყოფებოდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალის" წარმომადგენლები. ისინი დღის ცენტრის მეგობრები არიან და ყოველწლიურად ბავშვების სურვილებს ასრულებენ. წელსაც არ გააწბილეს მათ ,,ლამპარის" აღსაზრდელები და სასურველი საჩუქრები ,,კრისტალის" წარმომადგენელმა სოფიო ჩაფიძემ დაურიგა პატარებს.

   დასასრულს საზეიმოდ გაიხსნა ,,ლამპარის" მეგობრობის ვარსკვლავი 2018. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრი-ს ფოტო.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 712