განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება სავალდებულოა‼️
RDRC.GE
წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება სავალდებულოა‼️
კატეგორია:  სიახლე

     დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ბახტაძემ საგანგებოდ დანიშნულ შეხვედრაზე საზოგადოებას გააცნო საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის განკარგულება. განკარგულება ითვალისწინებს წითელას მასიური გავრცელების წინააღმდეგ გასატარებელი რიგი ღონისძიებების ჩატარებას.

   ამ მიზნისთ სამტრედიის მუნციპალიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია კომპეტენტური პირებით. შესაბამის მუნიციპალურ სამსახურებს ევალებათ ადრეული და სკოლამდელი არზრდისა და ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოვლენა და ინფორმაციის მიწოდება სოციალური ჯანდაცვის ცენტრებისთვის. მოგახსენებთ, რომ ინფორმაციის მიწოდებიდან ორითვის ვადაში, ბენეფიციარების მხრიდან აცრის დამადასტურებელი ცნობის წარუდგენლობის შემთხვევაში განიხილება პირის სტატუსის შეჩერების საკითხი.

   როგორც ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა თევზაძე აღნიშნავს სამტრედიის მუნიციპალიტეტში იანვრის თვეში ექვსი წითელას შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელიც საგანგაშო არ არის თუმცა საყურადღებოა ,, მოგიწოდებთ ყველამ გადაამოწმეთ თქვენი აცრის სტატუსი და იმ შემთხვევაში თუ სრულად არ გაქვთ წითელაზე აცრები ჩატარებული აუცილებლად აიცერით. ავღნიშნავ , რომ აცრა უსაფრთხოა და იგი ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად არ მოქმედებს“– აცხადებს ადგილობრივი სოციალური ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ სამსახურის უფროსებს და მერის წარმომადგენლებს სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაავალა საგანგებო კონტროლზე აიყვანონ მოსახლეობაში აცრის სტატუსის დადგენა. ,, აცრები სახელმწიფოს მიერ სრულად არის დაფინანსებული. ყველა მოქალაქეს შეუძლია მისთვის ყველაზე ახლომდებარე სამედიცინო ამბულატორიას მიმართონ და ჩაიტარონ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ვინაიდან პრევენციის ერთადერთი საშუალება სწორედ ეს არის“ – განაცხადა დავით ბახტაძემ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 686