განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ქალაქის N3 ბაგა–ბაღის საჩუქრებით ხელდამშვენებული სტუმრები
RDRC.GE
ქალაქის N3 ბაგა–ბაღის საჩუქრებით ხელდამშვენებული სტუმრები
კატეგორია:  სიახლე

    დღეს მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქალაქის N3 ბაგა–ბაღს საჩუქრებით ხელდამშვენებული ესტუმრა. ჰოლანდიაში მცხოვრები მამუკა თოდრიას მიერ გამოგზავნილი სათამაშოები და თბილი პლედები ბაგა–ბაღისთვის საჭირო და დროული აღმოჩნდა.

   ,,უღრმესი მადლობა მუნიციპალიტეტის მერიას და ბატონ მამუკას ჩვენდამი გაწეული მზრუნველობისთვის. 1 წელია, რაც რკინიგზის ყოფილი ბაღი ქალაქის ბალანსზე გადმოვიდა და მუნიციპალიტეტის მხრიდან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ," აღნიშნა ბაგა–ბაღის მმართველმა მზია ვაშაკიძემ.

   სააღმზრდელო დაწესებულებაში, სადაც 62 ბავშვი ირიცხება, სასწავლო პროცესი დღეს განახლდა.

   დღესვე ვალერი ფოცხვერია ,,სათნოების სახლსაც" ესტუმრა, სადაც მოხუცებისთვის ტკბილეული, პლედები და თბილი ტანსაცმელი მიიტანა.

   ,,ეს არაა ჩვენი ერთჯერადი აქცია და ვაცხადებ, რომ კიდევ არაერთხელ ვესტუმრებით მოხუცებს საჩუქრებით. ეს არის ადგილი, რომელზეც მუდმივ მზრუნველობას ვიჩენთ და ეს ასე იქნება სულ. აქ მცხოვრებ ბენეფიციარებს განსაკუთრებული სიყვარული და მზრუნველობა სჭირდება," დასძინა მუნიციპალიტეტის მერმა.

   სტუმრებს გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადა ,,სათნოების სახლის" ხელმძღვანელმა, მამა შიომ (ჭაფოძე).

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 731