განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიაში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს.
RDRC.GE
სამტრედიაში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს.
კატეგორია:  სიახლე

     სამტრედიაში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს. ვალერი ფოცხვერია, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად სოფლებისთვის გამოყოფილი თანხების მიზანმიმართულად და საჭიროებისამებრ გახარჯვაზე საუბრობს და მათთან ერთად განიხილავს ყველა აუცილებელი პრობლემის მოგვარების გზებს.

   მუნიციპალიტეტის მერი დღეს დაბლა გომში, ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელთან, ზაზა ნიკოლეიშვილთან ერთად საერთო კრებას შეუერთდა. სოფლის მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვა მოხდება. ასევე მოწესრიგდება სასოფლო–სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზა.

   საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა კიდევ რამდენიმე სოფელში, სადაც პრიორიტეტები შემდეგნაირად გადანაწილდა: ‼️კეთილაური – გზის მოხრეშვ–მოშანდაგება, გომნატეხების დასასრულიდან კეთილაურის დასაწყისამდე (2 კმ.) და დაბლა გომის დასასრულიდან კეთილაურის დასაწყისამდე (3,5 კმ). ზოგ ადგილას მთის ქანის ჩამოჭრით გზის გაფართოება. წყლის სისტემისთვის ინვენტარის შეძენა. ‼️ცივწყალა – გზის მოხრეშვა და არხის გაჭრა. დაბლა გომისა და ცივწყალას დამაკავშირებელი (2,5 კმ) გზის მონაკვეთის მოხრეშვა მოშანდაგება. გზის გასწვრივ არხის გაჭრა. ‼️საჯავახო – საბავშვო ბაღში ატრაქციონების მოპწყობა და ინვენტარის შეძენა.

   საკონსულტაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 5 თებერვალს დაიწყო და 22 თებერვალს დასრულდება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 654