განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამეცნიერო კონფერენცია ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში
RDRC.GE
სამეცნიერო კონფერენცია ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში
კატეგორია:  სიახლე

   ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. 100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში დემოკრატიული პარლამენტის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა ჩატარდა.

   კონფერენციას მუნიციპალიტეტის მერთან, ვალერი ფოცხვერიასთან და მოადგილე, დავით ბახტაძესთან ერთად, წმ. მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის მართლმადიდებლური და გ. ნიკოლაძის სახელობის ჯიხაიშის საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

   სამეცნიერო კონფერენცია ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორმა, ლია ბიბილეიშვილმა გახსნა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ქართული პარლამენტარიზმის და უშუალოდ, ნიკოსეული საარჩევნო სისტემის მოდელზე. საგულიახმოა, რომ ნიკოლაძისეული გონივრული შეგონებები აქტუალობას დღესაც არ კარგავს.

   ,,სხვაგან სად, თუარა ნიკოლაზის სახლ-კარში უნდა აღნიშნულიყო ეს თარიღი. ნიკო ეროვნულ-დემოკრატიული კავშირის და იმ დამფუძნებელი კრების წარმომადგენელი გახლდათ, რომელმაც იმდროინდელ პარლამენტარიზმს ჩაუყარა საფუძველი," განაცხადა თავის გამოსვლაში ვალერი ფოცხვერიამ და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მაშინდელი ქართული პარლამენტის მოდელი ბევრმა ევროპულმა სახელმწიფომ გადაიღო.

   შეხვედრაზე ლია ბიბილეიშვილმა ერთი იდეაც გააჟღერა. სასურველია საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, მცირე, არასაგაკვეთილო დრო დაეთმოს ნიკო ნიკოლაძის პუბლიცისტური წერილებისა და ზოგადად, მისი საქმიანობის მიმოხილვას.

   დღესვე საზოგადოებას მუზეუმის პერიოდული გამოცემა ,, მამულის სიყვარული და მსახურება" დაურიგდა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 661