განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
RDRC.GE
უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
კატეგორია:  სიახლე

   დღეს შეხვედრას სამტრედიაში საგარეო საქმეთა სამინისტროს და საექსპერტო წრეების, თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის, ადგილობრივი მოსახლეობის, პედაგოგებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

   შეხვედრების დაგეგმვას საფუძვლად დაედო 2017 წლის 28 მარტიდან დღემდე შენგენის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო რეჟიმით არამართლზომიერად სარგებლობის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი.

   მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში მოწვეული ექსპერტებმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გააცნეს ევროკავშირის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესები და ის რისკები, რაც დაკავშირებულია ამ წესების დარღვევასთან. ასევე საუბარი შეეხო ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების არამართლზომიერ გამოყენებას.

   საინფორმაციო კამპანია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება. ✅დღეს სამტრედიაში სტუმრად იმყოფებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები კონსტანტინე ჟღენტი და გიორგი ყარალაშვილი. შეხვედრას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მეტი, ვალერი ფოცხვერია და ადგილობრივი ხელოსუფლების წარმომადგენლები. ↪️შეხვედრაზე ნატოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთში, მარიკა ვაჭარაძემ საზოგადოებას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

   შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა საინტერესო შეკითხვებზე პასუხები გასცეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 629