განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » კარგი მუსიკა სულის და გონების მკვებავია
RDRC.GE
კარგი მუსიკა სულის და გონების მკვებავია
კატეგორია:  სიახლე

   დღეს, ეროსი მანჯგალაძის კულტურის ცენტრის სცენიდან, სამტრედიელებისთვის საყვარელმა ქალბატონმა, მუსიკოსმა მარინა ახობაძემ, ,,სამტრედიელი ვირტუოზების" თანხლებით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ცოცხალ შესრულებას ალტერნატივა არ აქვს.

   გაზაფხულის მუსიკალური საღამო, რომელიც სრული ანშლაგით გაიმართა, უკვდავი ჰიტებით იყო გაჯერებული.

   გემოვნებიანი, დახვეწილი, ტემპიანი და რაც მთავარია ცოცხლად შესრულებული კომპოზიციები დარბაზში აპლოსიმენტების ფონზე ჟღერდა. ,,კარგი მუსიკა სულის და გონების მკვებავია. ამ კონცერტისთვის დიდი ხანია ვემზადებით მე და ჩემი მეგობრები. ვფიქრობ, ჩვენი სათქმელი მსმენელამდე მივიტანეთ და ბედნიერი ვიქნები, თუკი ბევრი ახალგაზრდა დაკავდება ცოცხალი მუსიკის შესრულებით. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის მუნიციპალიტეტის მერს, ვალერი ფოცხვერიას და კულტურის სამსახურის უფროსს, ნატალია მანჯგალაძეს, " განაცხადა მარინა ახობაძემ.

   საღამოს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ქუთაისის კოლორიტი, ზურა ყურაშვილი უძღვებოდა. დღეს სცენიდან ყველა იმ სამტრედიელ ხელოვანს მიაგეს პატივი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქალაქის სახელოვნებო ისტორიის შექმნაში.

   მარინა ახობაძის თანხლებით მსმენელის წინაშე წარსდგნენ სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი, ელგუჯა ხუნდაძე, მუსიკოსი სოსო პაპავა, კინოსა და თეატრის მსახიობი თამაზ მონიავა, მარინა ახობაძის აღზრდილი იასონ ბელთაძე.

   ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელოვნების დარგის მუშაკები და მარინა ახობაძის შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 720