განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » 3-4 აპრილს სამტრედიელი ქალბატონებისთვის, უფასო სკრინინგ-აქცია მიმდინარეობს
RDRC.GE
3-4 აპრილს სამტრედიელი ქალბატონებისთვის, უფასო სკრინინგ-აქცია მიმდინარეობს
კატეგორია:  სიახლე

   სამტრედიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ორგანიზაცია ,,ჰერას" და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, 3-4 აპრილს სამტრედიელი ქალბატონებისთვის, უფასო სკრინინგ-აქცია მიმდინარეობს.

   საშვილოსნოს ყელისა და სარძევე ჯირკვლის უფასო სკრინინგი ამ დროისთვის 70-მდე ქალბატონმა ჩაიტარა. საშვილოსნოს ყელის პაპ-ტესტი 25-დან 60 წლამდე ქალბატონებს, ხოლო სარძევე ჯირკვლის მამოგრაფია 40-დან 70 წლამდე ქალბატონებს შეუძლიათ ჩაიტარონ.

   როგორც ჩვენთან საუბარში ორგანიზაცია ,,ჰერას" ხელმძღვანელმა, მარიკა დავითულიანმა აღნიშნა, კლინიკა 2009 წლიდან ჩართულია ეროვნულ სკრინინგ პროგრამაში, რაც მოსახლეობას საშუალებას აძლევს უფასოდ ჩაიტაროს ეს მნიშვნელოვანი გამოკვლევები. ქართულ- იაპონური პარტნიორობის შედეგად, ,,ჰერას" გადაეცა 2018 წლის, უახლესი ციფრული აპარატურა მამოგრაფიული გამოკვლევისთვის. ❗️მოსახლეობას მობილური ჯგუფი დასავლეთ საქართველოში მოქმედი, ერთადერთი, სპეციალურად აღჭურვილი მანქანით ემსახურება.

   მოქალაქეების მიღება დილის 10 საათიდან 17 საათამდე მოქმედებს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 698