განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებული საღამო გაიმართა
RDRC.GE
დღეს ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებული საღამო გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს, მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებული საღამო გაიმართა. ღონისძინებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძიძიგური, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე, საკათედრო ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელი ჯონი ნადირაძე, საზოგადოების წარმომადგენლები და საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

   მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორმა, ლამარა დუნდუამ მადლობა გადაუხადა დამსწრე სტუმრებს მობრძანებისთვის და მოკლედ ისაუბრა ზვიად გამსახურდიას დამსახურებაზე ქართულ პოლიტიკაში.

   გაზეთ ,, სამტრედიის მაცნეს“ პასუხისმგებელმა მდივანმა ლევან გაბეჩავამ ვრცლად ისაუბრა ზვიად გამსახურდიას ღვაწლზე . მან ხაზი გაუსვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიწერილ სიტყვებს აშშ–ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისადმი(უფროსი) ,,დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიყვებიან“ და კონკრეტულად ახსნა ამ სიტყვების არსი.

   საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ქალ მომღერალთა გუნდი ,,ათინათი“. ღონისძიებაში ჩართული იყვნენ ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველებიც.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 672