განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » 30–31 მარტის ძლიერი ქარის დროს დაზიანებული შენობების რეაბილიტაცია გრძელდება.
RDRC.GE
30–31 მარტის ძლიერი ქარის დროს დაზიანებული შენობების რეაბილიტაცია გრძელდება.
კატეგორია:  სიახლე

   30–31 მარტის ძლიერი ქარის დროს დაზიანებული შენობების რეაბილიტაცია გრძელდება. ადგილობრივმა თვითმმართველობამ სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა დროულად შეძლო და მოსახლეობას მყისიერი დახმარება გაუწია.

   ძლიერმა ქარმა სამტრედიაში რამდენიმე საცხოვრებელი სახლისა და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობის სახურავები დააზიანა. საამისოდ სტიქიის ფონდიდან მთავრობა სამტრედიისთვის 140 ათ. ლარს დახარჯავს.

   დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთად ერთად ე.წ. ,,ნახალოვკას“ უბანში, N13 კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას შენობის გადასახურად საჭირო მასალა მიუტანა. ეს შენობა ერთ–ერთი მათგანია, რომელსაც ქარმა სახურავი გადახადა. ჯამში, თუნუქით გადაიხურება 4 კორპუსი, მათგან 2 ბაღია და 1 კორპუსი და ერთიც სპორტდარბაზი.

   ძლიერმა ქარმა დააზიანა საკუთარი სახლები ჭაგანში, ბაშში, ეწერსა და ქალაქის ტერიტორიაზე. როგორც ჩვენთან საუბარში მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ აღნიშნა, ,,არცერთი მოსახლე უყურადღებოდ არ დარჩება. იქ, სადაც მოსახლეობას შეუძლია თავად შეაკეთოს დაზიანებული ადგილები, ჩვენ გადავცემთ საჭირო მასალას, ხოლო დანარჩენ ადგილებში, გამოცდილ კომპანიებს მივცემთ სამუშაოების შესრულების საშუალებას.“

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 702