განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ,,ლოგომედის" უფასო გასინჯვების აქცია
RDRC.GE
,,ლოგომედის" უფასო გასინჯვების აქცია
კატეგორია:  სიახლე

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრმა, მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრ ,,ლოგომედთან" ერთად, დღეს, სამტრედიაში ბავშვებისა და ზრდასრული მოსახლეობის მეტყველების დარღვევათა ადრეული დიაგნოსტირების მიზნით, უფასო გასინჯვების აქცია მოაწყო.

   ,,ლოგომედი", რომელიც 2010 წელს ჩამოყალიბდა და ამიერკავკასიის რეგიონში მეტყველების დარღვევებზე სპეციალიზებული პირველი და ერთადერთი ცენტრია, დილიდან დღის ცენტრ ,,ლამპარში" სამტრედიელ ბავშვებს უწევს კონსულტაციებს.

   როგორც ,,ლოგომედის" ხელმძღვანელმა, ეკა ჭავჭავაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ,,ეს არის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს დას. საქართველოში მეტყველების კორექციის სერვისის დანერგვას. ჩვენი სურვილია მოსახლეობას დავეხმაროთ უკვე ძალზედ გავრცელებული და პრობლემადქცეული მეტყველების სხვადასხვა ტიპის დაავადებების დროულ აღმოჩენაში. საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში მშობლებს ვაძლევთ გასათვალისწინებელ რჩევებს და ვუსახავთ სამომავლო სტრატეგიას, რადგან დროული დიაგნოსტიკა და ადრეული მკურნალობა გვიზოგავს თანნხებს, დროს და ახლოს მივყავართ სასურველ შედეგთან."

   აქციას დილიდან შეუერთდა მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია. ,,სამტრედიაში დღის ცენტრი ,,ლამპარი" ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ერთ-ერთი მათგანი არის დღევანდელი აქცია. ჩვენ შესაბამის სამსახურებთან ერთად, სრული მობილიზება მოვახდენეთ, რათა აღნიშნული აქციით ესარგებლა ყველა იმ ბენეფიციარს, რომელსაც ეს სერვისი ესაჭიროება. მუნიციპალიტეტის მერია შემდგომი პრობლემების დაფიქსირების შემთხვევაში თითოეული საჭიროების მქონე ბავშვისთვის გაიღებს ხარჯებს," აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა. იგი დღესვე ,,ლოგომედის ხელმძღვანელს სამომავლო სტრატეგიულ ურთიერთობებზეც ესაუბრა.

   შეგახსენებთ, როგორც სპეციალისტები დასძენენ, მსოფლიოში ეპიდემიური ხასიათი მიიღო ბავშვთა დაგვიანებულმა ამეტყველებამ. ყველაზე გავრცელებულ მიზეზებად კი ბავშვების ნაადრევი ურთიერთობა გაჯეტებთან, სიტყვიერი კონტაქტის დეფიციტი და მშობლების მოუცლელობა სახელდება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 696