განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, აქტიურად მიმდინარეობს საკლუბო ჩემპიონატი ჭადრაკში.
RDRC.GE
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, აქტიურად მიმდინარეობს საკლუბო ჩემპიონატი ჭადრაკში.
კატეგორია:  სიახლე

   საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, აქტიურად მიმდინარეობს საკლუბო ჩემპიონატი ჭადრაკში.

   დღეს სამტრედიაში, საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის ფარგლებში, კიდევ ერთი ასპარეზობა გაიმართა. როგორც ჩვენთან საუბარში სამტრედიის საჭადრაკო კლუბის ხელმძღვანელი, კობა ძიძიგური დასძენს, ,,მსგავსი ტურნირების მეშვეობით შესაძლებელია პროპაგანდა გავუწიოთ სპორტის იმ სახეობას, რომელიც მოზარდი თაობის გონებრივ შესაძლებლობებს კიდევ უფრო აფართოებს. ჩვენი კლუბი მონდომებული და მებრძოლი შემადგენლობითაა დაკომპლექტებული. ჭადრაკის პოპულარიზაციის მიზნით ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია."

   საკლუბო ჩემპიონატში როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს სხავადასხვა მუნიციპალიტეტის 10-10 კლუბი მონაწილეობს. დღეს სამტრედიელები ფოთის საჭადრაკო კლუბს მასპინძლობენ.

   დღევანდელ ტურნირს დაესწრო და მოჭადრაკეებს მიესალმა მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია. ,,მოხარული ვარ, რომ საქართველოში აქტუალური გახდა საკლუბო ტურნირი ჭადრაკში. მიუხედავად იმისა, რომ ჭადრაკი ჩვენთან ძალიან პოპულარულია, ეს ტურნირი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მის განვითარებას. წარმატებებს ვუსურვებ ფოთის გუნდს, თუმცა მინდა, რომ სამტრედიელებმა მოვიგოთ," აღნიშნა მან.

   სამომავლოდ, ჭადრაკის კლუბების ჩართულობით სხვა ღონისძებებიც იგეგმება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 642