განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა
RDRC.GE
დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურიამ დეპუტატებს 3 საკითხის განხილვა და დამტკიცება შესთავაზა.

   შიდა მუხლობრივი გადაადგილების საფუძველზე ცვლილება შევიდა ,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების 2018 წლის 24 დეკემბრის განკარგულებაში. გაერთიანების ბიუჯეტში სუბსიდიის გეგმის შემცირების ხარჯზე შემცირდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების გეგმა. საკითხები დეპუტატებს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ შალვა არზუმანიანმა წარუდგინა.

   დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018–2021 წწ. სამოქმედო პროგრამის ცვლილების შესახებ იმსჯელეს. წარმოადგინეს პროექტები, რომელთა განხორციელებაც რგფ–ს ფონდიდან იგეგმება.

    სოფ. გომში ,,ჯაშების უბანში" 1130 გრძ.მ. ბეტონის საფარის მოწყობა.

   სოფ. გომში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმართულებით 600 გრძ. მ. ბეტონის საფარის მოწყობა.

   სოფ. გომნატეხებში გორისძირის უბანში 800 გრძ.მ. ბეტონის საფარის მოწყობა.

   სოფ. გამოჩინებულში ზანდოს მიმართულებით (საჯავახოს მხრიდან)740 გრძ.მ. ბეტონის საფარის დაგება.

   სოფ. ქორეისუბანში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მიმართულებით 3000 გრძ.მ. ასფალტო–ბეტონის საფარის დაგება.

   სოფ. ღანირში ,,ღაღანიძეების უბნის" მიმართულებით 1000 გრძ.მ. ბეტონის საფარის მოწყობა.

   სოფ. ბაშში, ეწერბაშიდან მგზავრთა მოსაცდელამდე 2000 გრძ.მ. ბეტონის საფარის დაგება.

   აღნიშნული საკითხების განხილვის პროცესში დეპუტატების ყურადღება კვლავ გამახვილდა მონიტორინგის სამსახურზე. აღნიშნულ სტრუქტურასთან ურთიერთობის საკითხი დღეს კიდევ ერთხელ დააყენეს დეპუტატებმა განხილვის საგნად.

   სხდომაზე დეპუტატების კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურაბ გოგიამ.

   სხდომის ბოლოს განცხადება გააკეთა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა მამუკა ბიბილეიშვილმა. მან საკანონმდებლო ორგანოს მუნიციპალიტეტში არსებული კრიმინოგენული მდგომარეობით დაინტერესებისკენ მოუწოდა. წევრთა სრული უმრავლესობის აზრით, აუცილებელია მჭიდრო ურთიერთობა შსს–ს წარმომადგენლებთან, რათა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 666