განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ამ განძს თუ არ მოუარე, ისე ვერ იქართველებ
RDRC.GE
ამ განძს თუ არ მოუარე, ისე ვერ იქართველებ
კატეგორია:  სიახლე

   ,,ამ განძს თუ არ მოუარე, ისე ვერ იქართველებ"- ეს პათოსი გასდევდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული მოსწავლეთა პარლამენტის ინიციატივით დღეს გაიმართა.

   ღონისძიება ქართული ენის ისტორიულ ჭრილში მიმოხილვას და ქართული ხელნაწერების თვალსაჩინო ნამუშევრების გამოფენას დაეთმო.

   მოსწავლეთა პარლამენტის გამოწვევას მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები შეუერთდნენ და საგანმანათლებლო რესურსცენტრში 40-მდე კალიგრაფიული ნიმუში გამოფინეს, მათგან 12 ნამუშევრის ავტორი სიგელებით დაჯილდოვდა.

   ქართული ენის, როგორც ჩვენი ერის საგანძურზე ისაუბრეს ფილოლოგმა ნინო ტონიამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა ალექსანდრე თევზაძემ და საკათედრო ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელმა ჯონი ნადირაძემ.

   დღევანდელ ღონისძიებას მოსწავლეთა პარლამენტის წევრებთამ ერთად ესწრებოდნენ საჯარო სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 700