განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს დასრულდა ინტელექტუალური თამაშები -"რა? სად? როდის?"
RDRC.GE
დღეს დასრულდა ინტელექტუალური თამაშები -"რა? სად? როდის?"
კატეგორია:  სიახლე

   დღეს დასრულდა ინტელექტუალური თამაშები -"რა? სად? როდის?" და "ბრეინ-რინგი", რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. ფინალურ შეხვედრას, რომელიც პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა, მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, მოადგილე დავით ბახტაძე და მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე დაესწრნენ.

   "რა? სად? როდის?" გამარჯვებული გახდა მესამე საჯარო სკოლის გუნდი "იპრიტი", მეორე ადგილზე გავიდა მე-11 საჯარო სკოლის გუნდი"ინტეგრალი", ხოლო მესამე ადგილს დასჯერდა- მე-3 საჯარო სკოლის მეორე გუნდი "იპრიტი ჯუნიორი".

   დღესცე გამოვლინდა "ბრეინ-რინგის" გამარჯვებული პირველი საჯარო სკოლის გუნდი "იუტა ჯაზი" და მეორე ადგილი მოიპოვა მე-3 საჯარო სკოლის გუნდმა "იპრიტი ჯუნიორი".

   გამარჯვებულების დაჯილდოებისას მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ "სამტრედიას სასახელო და ნიჭიერი თაობა ჰყავს, სწორედ ასეთი ახალგაზრდები ასახელებენ ჩვენ ქალაქს და სრულიად საქართველოს".

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 661