განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამშენებლო, საპროექტო ორგანიზაციების და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა
RDRC.GE
სამშენებლო, საპროექტო ორგანიზაციების და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზურაბ გოგია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო, საპროექტო ორგანიზაციების და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

   საქიანი შეხვედრა, რომელიც ყოველი კვირის პარასკევს ჩაინიშნა, იმ დეტალებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკავშირდება.

   მუნიციპალიტეტის მერმა შემსრულებელ ორგანიზაციებს მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდა და ხარისხსა და ვადებზე გაამახვილა ყურადღება. ,,ჩვენ ყოველკვირეული საკონსულტაციო შეხვედრით მაქსიმალურ კონტროლზე ავიყვანთ ყველა იმ შესასრულებელ სამუშაოს, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი. მოგიწოდებთ ყველა ორგანიზაციას, დროულად და ხარისხიანად შესრულდეს ყველა სამუშაო," აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

   გეგმა-გრაფიკი, ხარისხი და მოცულობა - ეს ის თემებია, რომელზეც ყურადღება გაამახვილა ზედამხედველობის სამსახურმაც. საუბარი შეეხო საპროექტო დოკუმენტაციებს და მასში შესატან კორექტივებსაც.

შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 828