განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს ქუთაისში ,,გვირილობა““ აღინიშნა
RDRC.GE
დღეს ქუთაისში ,,გვირილობა““ აღინიშნა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს ქუთაისში ,,გვირილობა““ აღინიშნა. ქუთაისელებთან ერთად, ამ მნიშვნელოვან თარიღს, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებიც შეუერთდნენ.

   ღონისძიებას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, ზვიად შალამბერიძესთან ერთად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, მერის მოადგილე დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   გვირილობაზე ტრადიციული ქართული ნაშრომების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული მომღერლები. ასევე წარმოდგენები დადგეს მოცეკვავეებმა და თეატრალური დასის წარმომადგენლებმა.

   ,,გვირილობა““ ქუთაისში მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან იღებს სათავეს და ყოველ გაზაფხულზე გრანდიოზულად აღინიშნება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 660