განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ტრაგიკულად დაღუპულ თედო კაკულიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი
RDRC.GE
ტრაგიკულად დაღუპულ თედო კაკულიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი
კატეგორია:  სიახლე, სპორტი

სურათი

   დღეს თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონზე დაიწყო ტრაგიკულად დაღუპულ თედო კაკულიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში. ტურნირის გახსნას მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია , საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თედო კაკულიას მამა ბეჟან კაკულია და ადგილობრივი გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

   როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა არსებულ მინი სტადიონს თედო კაკულიას სახელი მიენიჭება.

   დღეს რამოდენიმე შეხვედრა გაიმართა. დაბლა გომის გუნდი მე4 საჯარო სკოლის გუნდთან 2:7 დამარცხდა. მე 10 საჯარო სკოლამ დაამარცხა მე 8 საჯარო სკოლა ანგარიშით 5:0 , ხოლო კულაშისა და ტოლების გუნდის დაპირისპირებაში ტოლების საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა 4:0.

   ტურნირი ტარდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სპორტული სკოლისა და საზოგადოება ,,სამტრედიელის,, ინიციატივით .

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 641