განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღევანდელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას, ტრადიციულად თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა
RDRC.GE
დღევანდელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას, ტრადიციულად თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღევანდელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას, ტრადიციულად თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა. განსახილველ საკითხთა სია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს აერთიანებდა.

   ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად, დღის წესრიგში დადგა სადეზინფექციო სამუშაოების გატარება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრმა უკვე შეისწავლა ფართები და შეადგინა გრაფიკი, სადაც შეწამვლითი სამუშაოები უნდა გატარდეს. საუბარია სარდაფებზე და რისკის შემცველ ადგილებზე. მუნიციპალიტეტში 40ათ. კვ.მ. ფართობი უნდა დამუშავდეს. ↪️დღევანდელ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მიადგილემ, ვაჟა სტურუამ, სხვა საკითხებთან ერთად მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის, მარტის თვის ანალიზი წარმოადგინა. გეგმა 55.9 %-ით შესრულდა. მისივე განმარტებით, ბიუჯეტს 140 ათ. ლარი დაემატა სტიქიით მიყენებული ზარალის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.

   ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მერაბ უღრელიძემ დეპუტატებს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. წელს სკოლებში სველი წერტილების და კარ-ფანჯრების მოსაწესრიგებლად 860 ათ. ლარი დაიხარჯება.

   დღესვე საკრებულომ სამტრედიის 5 სოფელში- ტოლებში, ჯიხაიშში, გორმაღალში, დაბა კულაშსა და საჯავახოში ამბულატორიების რეაბილიტაციის საკითხი მოიწონა.

   დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ორგანიზაცია ,,ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის" მცირე პრეზენტაციაც შედგა. ეს არის ბავშვთა განვითარების და განათლების ცენტრი, რომელიც რამდენიმე თვეში, სამტრედიის N 5 ბაგა-ბაღის შენობაში დაიწყებს ფუნქციონირებას. დღეს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლიანა მხატვარმა აქცენტი ბავშვთა იმ სეგმენტზე გააკეთა, რომლებსაც განვითარების ადრეულ ეტაპზე ექმნებათ პრობლემები.

   საკრებულოს წევრებმა დღეს რესპუბლიკის ქუჩისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებაზე იმსჯელს და გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. ამიერიდან რესპუბლიკის ქუჩას ზვიად გამსახურდიას ქუჩა ეწოდება. თემას გამოეხმაურა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი ჯონი ნადირაძე და დეპუტატებს მადლობა გადაუხადა ამ საკითხის დამტკიცების შემდეგ. ზვიად გამსახურდიას ღვაწლზე ისაუბრა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, კობა ძიძიგურმა.

   დღევანდელ სხდომაზე ცხენისწყლის სანაპიროზე მდებარე ქუჩას ოფიციალურად ეწოდა ცხენიაწყლის სახელი.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 636