განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერაბა
RDRC.GE
ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერაბა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

  დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელთან, თენგო ცაგურიასთან ერთად ის ობიექტები დაათვალიერა, სადაც ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

   მუნიციპალიტეტის მერმა ხუთ სააღმზრდელო დაწესებულებაში ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციების წარმომადგენლების თანხლებით ის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც ბაღებში ტარდება.

   სახურავის და კარ–ფანჯრების შეცვლა, სველი წერტილების, შიდა და გარე ფასადების მოწესრიგება, საწვიმარი მილების და ღობეების მოწყობა – ეს ის სამუშაოებია, რომლებიც ამ ეტაპზე ბაგა–ბაღებში მიმდინარეობს.

   ,,ჩვენ პრიორიტეტად კვლავ რჩება საბავშვო ბაღების მოვლა–პატრონობა და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი პატარები თანამედროვე სტანდარტების მქონე ბაღებში მიიღებენ წინასასკოლო განათლებას," აღნიშნა ვალერი ფოცხვერიამ და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება შესასრულებელი სამუშაოების ხარისხზე.

   აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სამუშაოები ხელს არ უშლის სააღმზრდელო პროცესს.

   სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციები შპს ,,გუდა" და ,,ჯორჯიან კომპანი" ასრულებენ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 722