განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა!
RDRC.GE
დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა!
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღევანდელ მნიშვნელოვან თარიღს ტრადიციულად გამოეხმაურა სამტრედია. მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, მოადგილე დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია , თავმჯდომარის მოადგილე კობა ძიძიგური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ტრადიციულად ეწვივნენ გმირთა მემორიალს და ყვავილებით შეამკეს.

   დღევანდელი მონაცემებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში 4 ვეტერანია. ანა თავაძეს, ალექსანდრა ჯულუხაძეს, გრიგოლ ჩაჩუას და რევაზ კანდელაკს ხელისუფლების წარმომადგენლები ოჯახში ესტუმრნენ და მათ ფულადი თანხის, 1600 ლარის გარდა 200 ლარიანი სასურსათო ამანათიც გადასცეს. აქედან ერთ -ერთ ოჯახს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზვიად შალამბერიძეც ესტუმრა და პირადად მიულოცა ფაშიზმზე გამარჯვების დღე.

   1000 ლარი ადგილობრივი მერიის საჩუქარი გახლდათ , ხოლო 600 ლარი კი ვეტერანებმა ცენტრალური ბიუჯეტისაგან მიიღეს. ‼️ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ასევე იმყოფებოდნენ ბაშის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის ცენტრში, სადაც კულტურულ ღონისძიებას დაესწრნენ

   მერმა ბაშში მოინახულა ,,შინმოუსვლელთა,, სახლ-მუზეუმი, რომლის რეკონსტრუქციაც დააანონსა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 568