განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს სკოლამ, რომელიც 125 წელს ითვლის, 121-ე გამოშვებას დაულოცა გზა
RDRC.GE
დღეს სკოლამ, რომელიც 125 წელს ითვლის, 121-ე გამოშვებას დაულოცა გზა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს სამტრედიის ყველაზე უხუცესმა სკოლამ, რომელიც 125 წელს ითვლის, 121-ე გამოშვებას დაულოცა გზა. აქ კიდევ ერთხელ დაირეკა ბოლო ზარი და ეს დღეც ისტორიის კუთვნილება გახდა...

   მე-12 საჯარო სკოლის წლევანდელ კურსდამთავრებულებს და არა მარტო მათ, სკოლის გამოსაშვები საღამო დიდხანს დაამახსოვრდებათ. ხალხით გადაჭედილი სკოლის ეზო სითბოს, სიყვარულს და მომავლის იმედებს ვეღარ იტევდა.

   პედაგოგ ნონა კობრავას სადამრიგებლო კლასმა გულთბილი, უსასრულო და მეგობრული ურთიერთობის ჭეშმარიტებაში დღეს კიდევ ერთხელ დაარწმუნა საზოგადოება.

   მე-12 კლასელებმა მოწვეულ სტუმრებს სასკოლო ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები სკეტჩების სახით წარუდგინეს. დახვეწილ მუსიკას, ცეკვას და იუმორს კურსდამთავრებულები საუცხოოდ ირგებდნენ. დასახელდნენ რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეები და პედაგოგები.

   სკოლის დამთავრება მიულოცა ახალგაზრდებს დირექტორმა ნინო ონიანმა, დაწყებითი კლასის მასწავლებელმა სვეტა ქობულიამ და დამრიგებელმა ნონა კობრავამ. მათ წარმატებები და დასახული მიზნების ასრულება უსურვეს კურსდამთავრებულებს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 637