განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღევანდელი თათბირი მუნიციპალიტეტში
RDRC.GE
დღევანდელი თათბირი მუნიციპალიტეტში
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღევანდელი თათბირი მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ კენკროვანი კულტურების მოშენებასთან დაკავშირებული პროგრამის მიმოხილვით დაიწყო. მან დეტალური ინფორმაცია მიიღო სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო-საინფორმაციო სამსახურის უფროსისგან. მამუკა კვანტალიანმა პირველადი დოკუმენტაციის შეგროვების ვადებსა და მსურველთა დატრენინგებაზე გააკეთა აქცენტი.

   მიმდინარე წლის ბოლომდე შესაძელებელია დოკუმენტაციის შეგროვება და მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება კენკროვანების განაშენიანება. მანამდე, საამისოდ გადამზადდება ყველა მსურველი.

   ,,ეს არის მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელშიც უკვე ჩაება ჩვენი მუნიციპალიტეტი. ჩვენ უნდა ვიაროთ კარდაკარ, რათა არცერთი ოჯახი არ დარჩეს ინფორმაციის მიღმა. ამ პროექტს დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია, ამიტომ აუცილებელია მისი დროული და ფართო პროპაგანდა," აღნიშნა ვალერი ფოცხვერიამ.

   თათბირის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სოფლის პროგრამების განხილვას. მუნიციპალიტეტის მერმა პრიორიტეტების არასწორ გადანაწილებაზე გააკეთა აქცენტი. ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად გაღმა ზონის სოფლებში წყლის პრობლემა უკვე დგას, რომლის მოგვარებაში სოფლის პროგრამებს შეეძლო თავისი წვლილი შეეტანა.

   აგროტექნიკური ღონისძიებების კალენდარული გეგმა წარადგინა თათბირზე ეკონმიკის, სტატისტიკის, ქონების მართვის და სოფლი მეურნეობის სამსახურის უფროსმა ნოე ივანიაძემ. აქვე მან აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მებრძოლი შტაბის რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომელიც მეფუტკრეებს უკავშირდება.

   ე. წ. თერმული ნისლის გამოყენება სპეციალური ნორმების დაცვით უნდა უნდა მოხდეს იქ, სადაც მეფუტკრეობაა გავრცელებული.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 600