განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს სამტრედიელი მაყურებლის წინაშე ქართული, პოპულარული ჰიტები აჟღერდა
RDRC.GE
დღეს სამტრედიელი მაყურებლის წინაშე ქართული, პოპულარული ჰიტები აჟღერდა
კატეგორია:  სიახლე, კულტურა

სურათი

   დღეს სამტრედიელი მაყურებლის წინაშე ქართული, პოპულარული ჰიტები აჟღერდა.

   კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილთან ერთად, ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის სახლის სცენაზე, ყველასთვის საყვარელმა მომღერლებმა ბესიკ კალანდაძემ და ზურა კოპეშავიძემ ის სიმღერები შეასრულეს, რომლებიც 70-იანი წლებიდან დღემდე პოპულარობით სარგებლობს.

   კონცერტი ვაჟა დურგლიშვილის მიერ სამტრედიაზე შექმნილი სიმღერით გაიხსნა. კომპოზიტორმა მადლობა გადაუხადა მერიას, მობრძანებულ მაყურებელს და დიდი სიყვარულით გაიხსენა ზვიად ვაშაკიძე, პიროვნება რომელმაც სამტრედიასთან ძალიან დააახლოვა.

   ვაჟა დურგლიშვილი ასზე მეტი სიმღერის ავტორია და ის სიმღერებს წერდა ისეთი ანსამბლებისთვის, როგორიცაა ,,ორერა" და ,,ვია 75".

   კონცერტი მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა და ქალაქის მერთან, ვალერი ფოცხვერიასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 828