განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მე-11 საჯარო სკოლეს მე-4 მეორე კალსის გამოსაშვები საღამო
RDRC.GE
მე-11 საჯარო სკოლეს მე-4 მეორე კალსის გამოსაშვები საღამო
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   მე-11 საჯარო სკოლეს მე-4 მეორე კალსის გამოსაშვებ საღამოს დღეს ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური გამოცდილების მქონე მასწავლებლის, ირინა ჯანელიძის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნეს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა ნამდვილად წარმატებული იქნება.

   მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხური დაასრულეს და მეხუთე კლასში გადააბიჯეს. ღონისიებაზე გოგო-ბიჭები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ლექსით, სიმღერით და ცეკვით. თითოეული მათგანის მზერა ირინა მასწავლებლისკენ იყო მიმართული და მათი თვალებიდან პედაგოგის დიდი სიყვარული იმზირებოდა.

   გამოსაშვები საღამო მუსიკის პედაგოგის, ელისო რობაქიძის და ქორეოგრაფის თეონა კაცაძის მიერ მომზადებულმა ნომრებმა დაამშვენეს.

   ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, მოადგილე დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძიძიგური და მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე. მათ პატარებს გზა დაულოცეს შემდგომი წარმატებებისკენ და სკოლას და ირინა მასწავლებელს მადლობა გადაუხადეს ასეთი თაობების აღზრდისთვის.

   დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნანა მანჯგალაძემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებული თაობის აღზრდის საქმეში სკოლას, პედაგოგებს და მოსწავლეთა მშობლებს.

   ღონისძიების დასასრულს ირინა ჯანელიძემ თავის მოსწავლეებს სამახსოვრო დიპლომები გადასცა.

   დამსახურებული მოღვაწეობისთვის და განსაკუთრბული პედაგოგობისთვის კლასის მოსწავლეთა მშობლებმა სპეციალური დიპლომით ირინა ჯანელიძეც დააჯილდოეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 695